საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N 474/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2010
მიღების თარიღი აპრილი 08, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ფირმა ”ჰორიზონტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ N 5/4-1100, 23.01.04; ს.კ. №204893099) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/105-10, 15.03.10) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N 474/13 გადაწყვეტილებით შპს ”ჰორიზონტს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ.თბილისში მიენიჭა 156.475 მჰც, 156.675 მჰც, 161.475 მჰც, 161.675 მჰც, 155.175 მჰც, 160.275 მჰც, 442.650 მჰც და 447.700 მჰც სიხშირეები. მინიჭებული 155.175 მჰც და 160.275 მჰც სიხშირეები არ შეესაბამება შპს ”ჰორიზონტის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”ჰორიზონტმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.
კომისია აღნიშნავს,რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ჰორიზონტისთვის” მინიჭებული 155.175 მჰც და 160.275 მჰც სიხშირეების შეცვლა 138.125 მჰც და 143.375 მჰც სიხშირეებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N474/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ფირმა ”ჰორიზონტს” 156.475 მჰც, 156.675 მჰც, 161.475 მჰც, 161.675 მჰც, 138.125 მჰც, 143.375 მჰც, 442.650 მჰც და 447.700 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში 2010 წლის 2 ოქტომბრამდე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. აღირიცხოს შპს ფირმა ”ჰორიზონტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ფირმა ”ჰორიზონტისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
