ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილის სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2010
მიღების თარიღი აპრილი 13, 2010
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის და 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება მინიჭებული აქვს კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 07 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიაში 2010 წლის 06 აპრილს შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000160, შედგენილი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამეტის თანამშრომლის მიერ, 2010 წლის 06 აპრილს ქ. ახალციხეში. ოქმის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილი ახორციელებდა ლიცენზიისა და მინიჭების გარეშე მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის (”მიტრისი”) გამოყენებით 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, საკაბელო-სატრანზიტო ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი გია ქართველიშვილი და ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილი.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 08 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2010 წლის 13 აპრილის სხდომაზე, 16:00 საათზე.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 08 აპრილს, ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პეტრიაშვილს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ტელეფონოგრამით (შეტყობინება მიიღო ზაზა პეტრიაშვილმა, ნომერზე 877 575877). მასვე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. ტელეფონის საშუალებით გადაცემული შეტყობინების ტექსტის აუდიო ჩანაწერი ერთვის საქმეს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტი (CD ფორმატით).
საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 13 აპრილს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილი, რომელმაც დაადასტურა დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ 2009 წლიდან ლიცენზიისა და მინიჭების გარეშე სარგებლობს 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირეებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000160 ოქმის, კომისიაში წარმოებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და დამრღვევის ახსნა-განმარტების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილი რეგისტრირებულია კომისიაში როგორც ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალეებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
2. კომისიის 2003 წლის 03 ოქტომბრის №501/13 გადაწყვეტილების თანახმად, ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პატრიაშვილს მინიჭებული აქვს 12 079 მგჰც და 12 135 მგჰც სიხშირეები ქ. ახალციხეში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით;
3. ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პატრიაშვილს არ გააჩნია 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და არც მინიჭებული აქვს ეს სიხშირული სპექტრი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
4. შემოწმების დროს, 2010 წლის 06 აპრილს, ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილი ქ. ახალციხეში სარგებლობდა 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ და მინჭების გარეშე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000160).
5. ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილის ახსნა-განმარტების თანახმად, იგი სარგებლობს 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ და მინჭების გარეშე 2009 წლიდან (2010 წლის 13 აპრილის კომისიის სხდომის ოქმი).
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიას დადგენილად მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც იმაში გამოიხატა რომ იგი სარგებლობდა 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ და მინიჭების გარეშე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და მასვე უნდა აეკრძალოს 11798.5მჰც-11892.5მჰც რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ და მინიჭების გარეშე სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 471 მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პეტრიაშვილს დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ და მინიჭების გარეშე სარგებლობისათვის;
2. უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პეტრიაშვილმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300183251;
3. უზრუნველყოს ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე ზაზა პეტრიაშვილმა რადიოსიხშირული სპექტრით 11798.5მჰც-11892.5მჰც ლიცენზიისა და მინიჭების გარეშე სარგებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილისათვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდივიდუალური მეწარმე ზაზა პეტრიაშვილისათვის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს(ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
