შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2010
მიღების თარიღი აპრილი 16, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 19 მარტის №129/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 3,142.50 (სამი ათას ას ორმოცდაორი ლარი და 50 თეთრი) ლარის 30%-ს - 942.75 (ცხრაას ორმოცდაორი ლარი და 75 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარი ანუ 642.75 (ექვსას ორმოცდაორი ლარი და 75 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 642.75 (ექვსას ორმოცდაორი ლარი და 75 თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა
1. მიეცეს შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი 10,705მჰც ÷ 11,209 მჰც
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 504 მჰც;
გ) სიმძლავრე - 1 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ყვარლის რაიონი;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 16 აპრილამდე;
ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
თ) შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2199.75 (ორი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300563402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2199.75 (ორი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
183.31 ლარი - 2010 წლის 16 მაისამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 ივნისამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 ივლისამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 აგვისტომდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 სექტემბრამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 ოქტომბრამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 ნოემბრამდე;
183.31 ლარი - 2010 წლის 16 დეკემბრამდე;
183.31 ლარი - 2011 წლის 16 იანვრამდე;
183.31 ლარი - 2011 წლის 16 თებერვლამდე
183.31 ლარი - 2011 წლის 16 მარტამდე;
183.34 ლარი - 2011 წლის 16 აპრილამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა ვ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
