წვდომის მენიუ

შპს „ლუნეტი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 190 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2010

მიღების თარიღი აპრილი 16, 2010

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 19 მარტის №130/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლუნეტი“.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ლუნეტი“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,100.00 (ორი ათას ასი ლარი) ლარის 30%-ს - 630.00 (ექვსას ოცდაათი ლარი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ლუნეტი“-ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 430.00 (ოთხასოცდაათი ლარი) ლარი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „ლუნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი 498XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 16 აპრილამდე;

დ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2011 წლის 16 აპრილამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1470.00 (ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1470.00 (ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 მაისამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 ივნისამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 ივლისამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 აგვისტომდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 სექტემბრამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 ოქტომბრამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 ნოემბრამდე;

122.50 ლარი    -   2010 წლის 16 დეკემბრამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 16 იანვრამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 16 თებერვლამდე

122.50 ლარი    -   2011 წლის 16 მარტამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 16 აპრილამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „ლუნეტი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა გ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავჯდომარე:                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები