წვდომის მენიუ

ს.ს. „პროკრედიტ ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 194 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ს.ს „პროკრედიტ ბანკმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  № 7/134-10, 06.04.10) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ბანკის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს ”საქართველოს ბანკის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ს.ს. „პროკრედიტ ბანკს“ ერთი წლის ვადით სიხშირე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს ს.ს. „პროკრედიტ ბანკისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს.ს. „პროკრედიტ ბანკისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ს.ს. „პროკრედიტ ბანკისთვის“   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი           

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები