წვდომის მენიუ

ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 195 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანმა კლინიკურმა საავადმყოფომ ”რესპუბლიკამ”  (რეგისტრირებული ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 219998705) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/143-10, 15.04.10) ქ. ზუგდიდში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანმა კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკას” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოს ”რესპუბლიკას”  406.275 მჰც და 411.275 მჰც  სიხშირეები ქ. ზუგდიდში ერთი წლის ვადით,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ს/ს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

               კომისიის წევრი                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები