შპს ”კოლხთა ლეგიონის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010
მიღების თარიღი აპრილი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”კოლხთა ლეგიონმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №404380200) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/118-10, 23.03.10) ქ.თბილისში დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის ასლი) განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/894-10, 13.04.10). მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ”კოლხთა ლეგიონის” განცხადება სიხშირეების მინიჭების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”კოლხთა ლეგიონისთვის ” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
