წვდომის მენიუ

შპს ”პ.ს.ჯ”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 198 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”პ.ს.ჯ”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 202464895) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/119-10, 23.03.10) ქ. თბილისში დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია    აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის ასლი) განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/893-10, 13.04.10).  მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.              კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს  შპს ”პ.ს.ჯ”-ს განცხადება სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”პ.ს.ჯ”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები