წვდომის მენიუ

შპს „ალანიასთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 199 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ალანიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№04,01.03.10)  ქ.თბილისში, მოძრავი სატელევიზიო სადგურიდან ანძამდე (მთაწმინდის პლატო)   და ანძიდან სტუდიამდე (ძმ. ზუბალაშვილების ქ. №23), პირდაპირი ჩართვების სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია    აღნიშნავს,    რომ   შპს    ”ალანია”   ფლობს     ქ.თბილისში  კერძო ტელემაუწყებლობის (საერთო მაუწყებლობა)  ლიცენზიას № B100 (ვადა 16.05.2018), 35-ე სატელევიზიო არხზე 2000ვტ სიმძლავრის  სატელევიზიო გადამცემით მაუწყებლობაზე.

       შპს ”ალანიასთვის”    ქ. თბილისში, მოძრავი სატელევიზიო სადგურიდან ანძამდე (მთაწმინდის პლატო)   და ანძიდან სტუდიამდე (ძმ. ზუბალაშვილების ქ. №23), პირდაპირი ჩართვების სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, შერჩეულ იქნა  4523 მჰც ± 10 მჰც  და 10530 მჰც ± 10მჰც სიხშირე,  თითოეული ზოლის სიგანით  20მჰც.

       ზემოაღნიშნული სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ შპს ”ალანიამ” კომისიას მიმართა თანხმობის წერილით (შემოსული №7/146-10,16.04.10).   

    სიხშირეები გათვალისწინებულია ქ.თბილისში, მოძრვი სატელევიზიო სადგურიდან სატელევიზიო ანძის გავლით სტუდიამდე სიგნალების მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ალანიას”  სიხშირეები,  4523 მჰც ± 10 მჰც  ქ. თბილისში მოძრავი სატელევიზიო სადგურიდან ანძამდე (მთაწმინდის პლატო)   და 10530 მჰც ± 10მჰც ანძიდან სტუდიამდე (ძმ. ზუბალაშვილების ქ. №23), თითოეული ზოლის სიგანით  20მჰც,  პირდაპირი ჩართვების სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, დამხმარე   ტექნოლოგიური    დანიშნულებით, კერძო მაუწყებლობის №100    ლიცენზიის    მოქმედების    ვადით  (16 .05 2018);

2. აღირიცხოს შპს „ალანიასთვის”   მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ალანიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა  მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);           

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის    შპს  „ალანიასთვის”     ჩაბარებისთანავე.                                                                                   

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                             ი.მოსეშვილი                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები