წვდომის მენიუ

შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N99/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 200 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”საინფორმაციო ბანკმა 005” კომისიას მიმართა განცხადებით (15.04.2010 N1) შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სათვის კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N99/15 გადაწყვეტილებებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გაუქმების თაობაზე.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-ს მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 0-0-5 (ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით, საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქ.თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”საინფორმაციო ბანკი 005” საკუთარი განცხადების საფუძველზე უარს ამბობს კომისიის მიერ მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, გაუქმდეს შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სათვის, ნუმერაციის რესურსის მინიჭება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N99/15 გადაწყვეტილება.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად

  :

1.   ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სათვის  ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N99/15 გადაწყვეტილება;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.                        

კომისიის თავმჯდომარე                              

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი     

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი    

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი     

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები