წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 203 / 8

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ.მეწარმე ”ოლეგ უგრეხელიძემ” ბოლნისის რაიონში წერტილი-მრავალწერტილი სტრუქტურის ტრანზიტული სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის მოსაწყობად 10.7 ÷ 12.9 გჰც დიაპაზონში 50 მჰც სიგანის სიხშირული ზოლის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. კომისიამ განიხილა ინდ.მეწარმე ”ოლეგ უგრეხელიძის” განცხადება და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 9 აპრილის №7/97-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შესაძებლად მიაჩნია აუქციონის გამოცხადება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 14,985.00 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 11112 მჰც ÷ 11162 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 50 მჰც;

გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა და განთავსების ადგილი - 2 სადგური (1 - ქ.ბოლნისში და 1 - სოფელ კაზრეთში);

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ბოლნისის რაიონი;

ვ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  14,985.00 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარით;

3. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2010 წლის 11 ივნისი 12:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2010 წლის 17 მაისი 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 749 (შვიდას ორმოცდაცხრა) ლარს.

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკშითი-ბი-სი შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

-/ანგარიში: 609326;

-კოდი: 220101830;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                           

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ერთი ათასი ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

8. აუქციონში მონაწილეობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

9. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

11. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენმებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

14 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავჯდომარე:                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები