საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2010
მიღების თარიღი აპრილი 30, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N 28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N 28 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
2. გადაიდოს N 28 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-10 საკითხის (შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფსა” და შპს ”სკაი სერვისს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 და №N87 ლიცენზიების გადაპირების შესახებ) განხილვა მ/წლის 07 მაისის კომისიის სხდომისათვის;
3. კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N 28 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი
|
