საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 200
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2010
მიღების თარიღი აპრილი 30, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2010 წლის 12 მარტის №125/22, №126/22 და №127/22 გადაწყვეტილებებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
2010 წლის 12 მარტის №125/22, №126/22 და №127/22 გადაწყვეტილებებით შპს ”სილქნეტს” გადაეცა სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და შპს ”ვანექსის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიები; შპს ”სილქნეტს” გადაეცა აგრეთვე სს ”გაერთიანებული ტელეკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები;
გარდა აღნიშნულისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს ”ვანექსი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენენ შპს „სილქნეტის“ აფილირებულ პირებს, კერძოდ:
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენს შპს „სილქნეტის“ დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 90.25%-იანი წილის მფლობელს, შპს ”ვანექსი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 3.89%-იანი წილის მფლობელს, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 5.86%-იანი წილის მფლობელს, რაც დასტურდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერებით პარტნიორთა კრების ოქმებიდან, რომელთა შესაბამისად სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” აქტივები (მათ შორის ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც ეს კომპანიები ახორციელებდნენ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მოსახურების მიწოდებას) შეტანილ იქნა შპს „გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 მარტის NB10029444/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქნეტი“.
კომისიაში 2010 წლის 12 მარტს შემოვიდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის”და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წერილები (№8-15/314, №800, №119/7), რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს ”ვანექსი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წყვეტენ ავტორიზებულ პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის ურთიერთჩართვას. აღნიშნული განპირობებულია შპს ”სილქნეტისათვის” სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მატერიალური და არამატერიალური აქტივებისა და რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაცემით, რომლითაც კომპანიები ახორციელებდნენ საქმიანობას საკომუნიკაციო ბაზარზე. კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების დამტკიცების შემთხვევაში სს „გაერთიანებული ტელეკომს“, შპს ”ვანექსს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” აღარ ეყოლებათ ბოლო მომხმარებელი. შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის შესაბამისად, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება”; წერილებში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო მომხმარებლებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით მათთვის მომსახურების მიწოდებას წყვეტის გარეშე განახორციელებს შპს ”სილქნეტი” სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“, შპს ”ვანექსთან” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირთან” გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით.
კომისია აღინიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს ”ვანექსი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” კომისიის მთელი რიგი გადაწყვეტილებების შესაბამისად ცნობილი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად და დაკისრებული აქვთ რიგი სპეციფიკური ვალდებულებებისა. კერძოდ:
ა) სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ქვემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებების შესაბამისად მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე და დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები:
1. გადაწყვეტილება №656/22, 21.10.2005წ. ”მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის აღრიცხვის ვალდებულება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
2. გადაწყვეტილება №191/9, 17.04.2007წ. ”ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
დაკონკრეტდა კომისიის 2005 წლის 21 ოქტობრის №656/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებების პირობები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
3. გადაწყვეტილება №400/9, 20.07.2007წ. ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დაშვების ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
4. გადაწყვეტილება №432/9, 03.08.2007წ. ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ქ.თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
5. გადაწყვეტილება №475/9 15.08.2008წ. ”ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 წლის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად, განისაზღვრა ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფები.
6. გადაწყვეტილება №498/9, 31.08.2007წ. ”მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ადგილობრივი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში;
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ამავე გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე - ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში;
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ზონათაშორისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
7. გადაწყვეტილება №189/9, 04.04.2008წ. ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ქ.თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ქ.თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ბ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
8. გადაწყვეტილება №605/9, 17.10.2008წ. ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე;
სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
9. გადაწყვეტილება №359/9, 31.07.2009წ. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად, დაკონკრეტდა 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ვალდებულებები თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობებთან და ტარიფთან დაკავშირებით.
10. გადაწყვეტილება №610/9, 13.11.2009 წ. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ქ. თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, ქ.სამტრედიის, აგრეთვე საქართველოს ყველა სხვა გეოგრაფიულ ზონაში;
სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
სს ”გაერთიანებული ტელეკომი” დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების სეგმენტზე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე;
სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
ამავე გადაწყვეტილებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიიის ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
ბ) შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ქვემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე და დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები:
1. გადაწყვეტილება №656/22, 21.10.2005წ. ”მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
2. გადაწყვეტილება №400/9, 20.07.2007წ. ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დაშვების ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
3. გადაწყვეტილება №432/9, 03.08.2007წ. ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე”.
გადაწყვეტილების თანახმად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის”.
4. გადაწყვეტილება №498/9, 31.08.2007წ. ”მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ადგილობრივი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ამავე გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
5. გადაწყვეტილება №189/9, 04.04.2008წ. ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე”.
გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ბ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
6. გადაწყვეტილება №359/9, 31.07.2009წ. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად, დაკონკრეტდა 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” ვალდებულებები თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობებთან და ტარიფთან დაკავშირებით.
7. გადაწყვეტილება №610/9, 13.11.2009 წ. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”.
გადაწყვეტილების თანახმად:
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ქ. ბათუმის და ქ. ქობულეთის გეოგრაფიულ ზონებში;
შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება
დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
ამავე გადაწყვეტილებით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
გ) შპს ”ვანექსი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად №605/9, 17.10.2008წ. ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ” გადაწყვეტილების შესაბამისად ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და დაეკისრებული აქვს შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება;
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2010 წლის 16 აპრილს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”სილქნეტის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ განაცხადა, რომ ჩანაცვლების საკითხი სასურველია კვლევის შედეგად იქნას მიღებული.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სილქნეტის” მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების, ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში არ დაუშვას მონოპოლიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში და ერთი ან რამოდენიმე აფილირებული ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებაში, აუცილებელია, კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, რომლის შედეგად შპს ”სილქნეტს” დაეკისრება ის ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრული ჰქონდა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” და შპს ”ვანექსს”, ამავე გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტის” ან სხვა რომელიმე დაინტერესებული პირის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია, მონაცემები ან დოკუმენტაცია, რომლის თანახმად შპს ”სილქნეტი” რომელიმე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებულ სეგმენტზე აღარ ფლობს შესაბამის საბაზრო წილს; აგრეთვე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც შპს ”სილქნეტის” მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ცვლილების აუცილებლობას დაადასტურებდა.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, 30-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
”12. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
2. 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
”8. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
3. კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
”19. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
4. კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
”6. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
5. კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
”9. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
6. კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
”18. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
7. კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:
”18. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
8. კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
”13. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ვანექსისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
9. კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №359/9 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
”10. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
10. კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
”12. წინამდებარე გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისროს შპს ”სილქნეტს”;
11. უზრუნველყოს შპს ”სილქნეტმა” კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ შემთხვევებში განახლებული მოწვევის ოფერტების კომისიაში წარმოდგენა და გამოქვეყნება 2010 წლის 1 ივნისისამდე, ხოლო მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე ვალდებულებების შესრულება სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისა” და შპს ”ვანექსის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით;
12. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
