წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 218 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2010

მიღების თარიღი მაისი 07, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 07 მაისის N 29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და  მე-15  პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 07 მაისის N 29 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთ) საკითხი:

ა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2010 წლის 07 მაისის N 29 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი        

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი        

ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი        

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები