შპს ”სილქნეტისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2010 წლის 24 თებერვლის №8-15/201 განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2010
მიღების თარიღი მაისი 07, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 23 აპრილს, შპს ”სილქნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№280/01-8,21.04.10) საქართველოს ტერიტორიაზე, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით. ამავე განცხადებით შპს ”სილქნეტმა” მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება რადიოსარელეო ხაზების იმ მონაკვეთებზე და სიხშირულ დიაპაზონებში, რაც სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2010 წლის 24 თებერვლის წერილით №8-15/201 იყო მოთხოვნილი და კომისიის წერილით ( №06/869-10,12.04.10) შეთანხმებული.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წლის 18 მარტს, სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (8-15/375,18.03.10) რომელშიც განმარტებულია, რომ ყველა ის საშუალებები რითაც სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ახორციელებდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, გადაეცა მის აფილირებულ პირს შპს ”სილქნეტს”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამავე განცხადებით სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უარი განაცხადა მისივე წერილით (№8-15/201,24.02.10) მოთხოვნილ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭებაზე და მოითხოვა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტი” რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978), წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010), ამჟამად, როგორც სს ”გაერთიანებული ტელეკომის” აფილირებული პირი ფლობს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ გადაცემულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს და შესაბამისად მომსახურებას უწევს აბონენტებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” სილქნეტს” „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 4179,1 ( ოთხი ათას ასსამოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2010 წლის 24 თებერვლის №8-15/201 განცხადებაზე;
2. მიენიჭოს შპს ”სილქნეტს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2020 წლის 7 მაისამდე, აუქციონის გარეშე;
3. განესაზღვროს შპს ”სილქნეტს” სიხშირული რესურსით სარგებლობის
უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 4179,1 (ოთხი ათას ასსამოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით;
4. უზრუნველყოს შპს ”სილქნეტმა” ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 4179,1 (ოთხი ათას ასსამოცდაცხრამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 1 თვის ვადაში, 2010 წლის 7 ივნისამდე;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სილქნეტის” მიერ აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. შპს ”სილქნეტის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
7. აღირიცხოს შპს ”სილქნეტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
8. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”სილქნეტისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი