წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებად საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 225 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 14, 2010

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა სამმართველომ,  კომისიას მიმართა განცხადებით (№13/5/52-60ს, 13.11.09), ქ.თბილისის სატელევიზიო ანძიდან ზედაზენის მიმართულებით რადიოსარელეო ხაზის ასაგებად, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.  აღნიშნულ  მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირება უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულების, არსებული ქსელის ლოკალურ უბნებს შორის  ურთიერთკავშირს.

        მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან ზედაზენის მიმართულებითჵ  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირული წყვილები და შესათანხმებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  2009 წლის 25 ნოემბერს  ეცნობა  წერილით  (№131).

     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  2010 წლის 21 აპრილს  კომისიას  მიმართა თანხმობის წერილით (№13/5/52-7ს),   შერჩეული სიხშირული  წყვილის აღნიშნულ მიმართულებაზე გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და ამ  სიხშირული წყვილის მინიჭების მოთხოვნით.

        კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მონაკვეთზე, თბილისის სატელევიზიო ანძა - მთა ცივი,  რადიოსარელეო ხაზის    ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.  

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო    საიდუმლოებას    მიკუთნებულ    ცნობათა ნუსხის”   მე-3 თავის  3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად           

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეები რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული მონაცემების მიხედვით 1 წლის ვადით 2011 წლის 7 მაისამდე;  

2.    საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.    აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)   1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

 7. გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული   ასლის     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე.

        კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                                           

        მოვალეობის შემსრულებელი                                                                      ს.ბრიტანჩუკი  

         კომისიის    წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

         კომისიის    წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

         კომისიის    წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები