წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 234 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2010

მიღების თარიღი მაისი 21, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და  მე-15  პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის  ბიუჯეტის  მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს.  მ. გოთოშია - ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე     

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი        

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი        

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი        

ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი        

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები