წვდომის მენიუ

შპს ”ტაქსი+”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 306/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 235 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2010

მიღების თარიღი მაისი 21, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს ”ტაქსი+”-მა (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216438709) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/85-10, 26.02.10)  ქ. რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 157.675 მჰც და 163.225  მჰც    სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  3 ივლისის № 306/13  გადაწყვეტილებით.  

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 3 ივლისის  №306/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს ”ტაქსი+”-სთვის  ქ. რუსთავში  157.675 მჰც და 163.225  მჰც    სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები