კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010
მიღების თარიღი იანვარი 08, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/3865-09 16.12.2009) მიმართა შპს ”ახალგაზრდულმა რადიოკომპანია 105”-მა, შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის (”ტერმინთა განმარტება”) ა.ბ) პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება საქმიანობის განხორციელების უფლება და უკავშირდება სუბიექტს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა, შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”-ის განზრახვის შესაბამისობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად,
”1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.”
ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გაზეთი 1001 განცხადება” არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონაცემებით, შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105” ახორციელებს №B62 ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას და მის მიერ ადგილი არ ჰქონია მაუწყებლობის შეწყვეტას წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს ”გაზეთი 1001 განცხადება“-სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს ”გაზეთი 1001 განცხადება“-სთვის გადაცემაზე.
”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის, ”მაუწყებოლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს ”ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”გაზეთი 1001 განცხადებამ“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოთ შპს ”ახალგაზრდულ რადიოკომპანია 105“-ს და შპს ”გაზეთი 1001 განცხადება“-ს, რომ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი და კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული პირები, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-ის მიერ შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”ახალგაზრდული რადიოკომპანია 105“-სთვის და შპს ”გაზეთი 1001 განცხადებითვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
