შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2010
მიღების თარიღი მაისი 25, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა (წერილი №207-10, 12.02.2010), მისი კუთვნილი №B9 ლიცენზიის (კერძო საერთო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით, კერძოდ №B9 მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ 31-ე და 35-ე არხებზე გამოყენებული გადამცემების სიმძლავრის მომატების თაობაზე ქ.ახალქალაქსა და ქ.ახალციხეში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ 2010 წლის 23 აპრილს მიიღო №204/23 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, რადიომონიტორინგის და რადიომზომელობითი პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელებული რადიოდაფარვის შედეგების მიხედვით, ახალციხის რაიონში შესაძლებელია მაუწყებლობისათვის გამოყენებული 31-ე არხზე მომუშავე გადამცემის სიმძლავრის გაზრდა 2000 ვტ-მდე, ხოლო ახალქალაქის რაიონის ტერიტორიაზე 35-ე არხზე მაუწყებლობისათვის გამოყენებული გადამცემის სიმძლავრის გაზრდა 2000 ვტ-მდე, გამოიწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარღვევას არსებული ანალოგური და დაგეგმილი ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო გადამცემების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიმძლავრის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სატელევიზიო არხის შეცვლის პირობით (35-ე არხის შეცვლა შესაძლებელია 39-ე არხით). აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, რომელმაც წერილობით (№540-10 26.03.2010) დაადასტურა თანხმობა 35-ე არხის 39-ე არხით შეცვლაზე.
კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, ქ.ახალციხეში 31-ე არხზე 250 ვატი სიმძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადი შეადგენდა 15,586.875 ლარს, ხოლო გადამცემის სიმძლავრის 2000 ვატამდე გაზრდის შემთხვევაში - სალიცენზიო გადასახადი იქნება 22,005.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 6,418.125 ლარს. ქ.ახალქალაქში 35-ე არხზე 100 ვატი სიმაძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელი შეადგენდა 12,836.25 ლარს, ხოლო 39-ე არხზე გადამცემის სიმძლავრის 2000 ვატამდე გაზრდის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადი იქნება 22,005.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 9,168.75 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, საერთო ჯამში შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ გადასახდელი სალიცენზიო გადასახადის ოდენობა შეადგენს 15,586.875 ლარს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 13 აპრილის №10/485-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებებლი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 25 მაისს 16.00 საათზე.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №B9 კერძო საერთო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში მოცემული მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონების და ტექნიკური პარამეტრების ცხრილის მე-14 და მე-15 სვეტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
|
სამოქმედო ზონა (ქალ. და რაიონები) |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
14 |
ახალციხე |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
52 |
31 |
2.0 |
25 |
|
15 |
ახალქალაქი |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
65 |
39 |
2.0 |
20 |
2. დაევალოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სალიცენზიო გადასახადის 15,586.875 (თხუთმეტი ათას ხუთასოთხმოცდაექვსი ლარი და 87.5 თეთრი) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით :
- ხაზინის ერთიანი ანგარიში 200122900;
- სახელმწიფო ხაზინის ბანკის კოდი 220101222;
- საბიუჯეტო საშემოსავლო სახაზინო კოდი 300773062.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახადის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენისთანავე;
4. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახადის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ისთვის (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე), ხოლო კონტროლი ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
