წვდომის მენიუ

შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის” ბათუმის ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 252 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 28, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალმა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, სკ. № 245628290) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/156-10; 24.04.10) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალს  425.100 მჰც, 425.125 მჰც, 425.150 მჰც და 425.175 მჰც სიხშირეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალისთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ალთინსოი ინშაათ თააჰჰუთ პროჟე ვე თიჯარეთის”  ბათუმის ფილიალისთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები