წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 253 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 28, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული პირისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მხრიდან კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441–ე, 1445-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე  და  44-ე მუხლების,    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) მიხეილ გოთოშია – ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი;

ბ) ციალა უჯმაჯურიძე – ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

გ) გიორგი რატიშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;

დ) ვერა შუღლიაშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ე) მარიამ აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ვ) ივანე მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;

ზ) ნიკოლოზ კონდოლელი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი;

თ) გივი ქართველიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი;

ი) კახაბერ მამისეიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი.

კ) გიორგი გოგიაშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ლ) დავით ქუთათელაძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

მ) ინგა თოდრია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ნ) იოსებ აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტი უფროსი;

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

3. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;

4. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;

5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 28 მაისამდე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები