წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 254 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 28, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს; ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები.  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2009 წლის საქმიანობის ანგარიშის პროექტი, გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი საჯარო განხილვა შედგა 2010 წლის 28 მაისის კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2009 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2009 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების  ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (გ. ბუთბაია). 

კომისიის თავმჯდომარე                                           ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                    ს. ბრიტანჩუკი

                                                                                  ა. სიხარულიძე

                                                                                 კ. კვიტაიშვილი

                                                                                 ი. მოსაშვილი              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები