წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 255 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი ივნისი 04, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 04 ივნისის N 34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15  პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 04 ივნისის N 34 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”ივენთ 404”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეების მინიჭების  შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2010 წლის 04 ივნისის N 34 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე   

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი        

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი        

ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი        

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები