წვდომის მენიუ

„ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 256 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2010

მიღების თარიღი ივნისი 04, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”)აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-16 პუნქტი ითვალისწინებს კომისიის ვალდებულებას მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-16 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 6 ივლისს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                   ა.სიხარულიძე

                                                                                   ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები