სს ”გლობალ ერთი” -სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს N472/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სს ”გლობალ ერთის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F56 ლიცენზიის გაუქმები

ნომერი: 257 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2010

მიღების თარიღი ივნისი 04, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გლობალ ერთმა” (07.05.2010 №7/170-10) კომპანიის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F56 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F56 ლიცენზიას რადიოსარელეო კავშირებისათვის  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4955.0მჰც ± 10მჰც, (ზოლი სიგანით 20მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 აგვისტომდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4360.86 - ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 სექტემბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 ოქტომბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 ნოემბრამდე;

363.40 ლარი    -   2007 წლის 17 დეკემბრამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 იანვრამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 თებერვლამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 მარტამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 აპრილამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 მაისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 ივნისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 ივლისამდე;

363.40 ლარი    -   2008 წლის 17 აგვისტომდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (17.05.2010 10/588-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთი“-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს 472/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4360.86 - ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნის საფუძველზე უნდა გაუქმდეს სს „გლობალ ერთის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F56 ლიცენზია და ნაწილობრივ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს “სს ”გლობალ ერთი” -სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს N472/1 გადაწყვეტილება, კერძოდ გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის,  54-ე მუხლისა და  ’საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს სს ”გლობალ ერთის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F56 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სს ”გლობალ ერთი” -სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს N472/1 გადაწყვეტილება, კერძოდ გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 2010 წლის 4 ივნისიდან;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე) აცნობოს სს ”გლობალ ერთს”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავჯდომარე                                                                     ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები