შპს „ივენთ 404”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2010
მიღების თარიღი ივნისი 04, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „ივენთ 404”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 404381325) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/190-10, 02.06.10) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია კონფერენციების მოწყობის პერიოდში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ივენთ 404”-ის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას ექვსი თვის ვადით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებელს მოთხოვნილი სიხშირე მიენიჭოს ექვსი თვის ვადით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ივენთ 404”-ს სიხშირე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ექვსი თვის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს „ივენთ 404”-სთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ივენთ 404”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივენთ 404”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
