წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 263 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2010

მიღების თარიღი ივნისი 11, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2010 წლის 23 აპრილს N203/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, 11112 მჰც ÷ 11162 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ბოლნისის რაიონში წერტილი-მრავალწერტილი სტრუქტურის ტრანზიტული სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის მოსაწყობად.

ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონად განისაზღვრა: ბოლნისის რაიონი. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობად: 14,985.00 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარი, ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 749 (შვიდას ორმოცდაცხრა) ლარი;

სალიცენზიო პირობებად დადგინდა:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 11112 მჰც ÷ 11162 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 50 მჰც;

გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა და განთავსების ადგილი - 2 სადგური (1 - ქ.ბოლნისში და 1 - სოფელ კაზრეთში);

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ბოლნისის რაიონი;

ვ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 11 ივნისი 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2010 წლის 17 მაისი 17:00  საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

          გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2010 წლის 23 აპრილის N203/8  გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, 11112 მჰც ÷ 11162 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ბოლნისის რაიონში წერტილი-მრავალწერტილი სტრუქტურის ტრანზიტული სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის მოსაწყობად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები