წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის № 294/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 266 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2010

მიღების თარიღი ივნისი 11, 2010

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 6/1592-10, 17.05.10.) მიმართა საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ლიგამ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განმსაზღვრელი საკვალიფიკაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 6 მაისის კომისიის №294/22 გადაწყვეტილებით, რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, შექმნილია სპეციალური უფლებამოსილების საბჭო კომისიის აპარატის სამი და რადიომოყვარულთა სამი წარმომადგენლის შემადგენლობით. აღნიშნული საბჭოს ერთ-ერთი წევრია რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის მოადგილე გივი შპეტიშვილი.

რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ლიგის გამგეობის მიერ თავმჯდომარის მოადგილედ გივი შპეტიშვილის ნაცვლად არჩეულია ვახტანგ მუმლაძე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგა ითხოვს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას რადიომოყვარულთა კვალიფიკაცის განმსაზღვრელი საკვალიფიკაციო საბჭოს შემადგენლობაში: კერძოდ, რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის ყოფილი მოადგილის გივი შპეტიშვილის ნაცვლად, მასში ვახტანგ მუმლაძის შეყვანას, რომელიც ასევე არის რადიომოყვარული (სახმობი ნიშანი 4L8A).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის მაისის № 294/22 გადაწყვეტილებაში და მისი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. დამტკიცდეს საკვალიფიკაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)  მიხეილ გოთოშია - კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი;

ბ)  თემურ ძაგნიძე - კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

გ)  ზაზა გონჯილაშვილი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი;

დ)  მამუკა კორძახია - რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი;

ე)  ავთანდილ ჯიქია - რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარე;

ვ)  ვახტანგ მუმლაძე - რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის მოადგილე;”

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ.) ერთი თვის ვადაში;

3.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგისთვის ჩაბარებისთანავე.

            კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები