წვდომის მენიუ

შპს “დ და გ ტექნოლოგისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 268 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2010

მიღების თარიღი ივნისი 11, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დ და გ ტექნოლოგმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2005 წლის 25 მარტის N 5/4-4584 დადგენილებით; ს.კ. № 205059149) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/194-10, 04.06.10) ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”დ და გ ტექნოლოგის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “დ და გ ტექნოლოგს” 406.175 მჰც  და  411.375 მჰც სიხშირეები  ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “დ და გ ტექნოლოგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “დ და გ ტექნოლოგისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დ და გ ტექნოლოგისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები