წვდომის მენიუ

შპს „გუდაური სქი რესორტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 27 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „გუდაური სქი რესორტმა”   (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მოერ  ს.კ. № 204576066) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/520-09, 25.12.09) დუშეთის და ყაზბეგის რაიონებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია მაშველებთან და საბაგირო გზის მომსახურე პერსონალთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „გუდაური სქი რესორტის”   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „გუდაური სქი რესორტს” 152.325 მჰც  და 157.575 მჰც სიხშირეები დუშეთის და ყაზბეგის რაიონებში ერთი წლის ვადით  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „გუდაური სქი რესორტისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გუდაური სქი რესორტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გუდაური სქი რესორტისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

             კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი        

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები