ი/მ ”ხვიჩა კაპანაძისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის № 82/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2010
მიღების თარიღი ივნისი 18, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, ი/მ ”ხვიჩა კაპანაძემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადოს ინსპექციის მიერ, №103423708) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/186-10, 01.06.10) ქ.თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 153.850 მჰც და 158.925 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის № 82/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის № 82/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს ი/მ ”ხვიჩა კაპანაძისთვის” ქ. თბილისში 153.850 მჰც და 158.925 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
