წვდომის მენიუ

შპს ”ტელეარხი 25-სთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 276 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2010

მიღების თარიღი ივნისი 18, 2010

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25”-მა კომისიას მიმართა  განცხადებით, ქ.ბათუმში, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით სტუდიიდან (პუშკინის ქ.№29) მწვანე კონცხის ანძამდე რადიოსამაუწყებლო  სიგნალის მიწოდებისთვის, რადიოსიხშირის  მინიჭების თხოვნით. 

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25” ფლობს კერძო მაუწყებლობის      № B29 ლიცენზიას: საერთო ტელემაუწყებლობაზე (მოქმედების ვადა 31.10.2012)   და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად  მაუწყებლობას ახორციელებს ქ.ბათუმში, 24-ე დეციმეტრულ არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

            კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის, შესაბამისად კომისია საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცეენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, სალიცენზიოპირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მოქმედების ვადით.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25”-სთვის სტუდიიდან (პუშკინის ქ. №29)  მწვანე კონცხის ანძამდე, რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით,  სიგნალების მისაწოდებლად,  შერჩეულ იქნა  სიხშირე: 1044 მჰც ± 14 მჰც (ზოლის სიგანით 28 მჰც),  0,1 ვატამდე   სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

            სიხშირე გათვალისწინებულია, ქ.ბათუმში, სტუდიიდან (პუშკინის ქ.№29) მწვანე კონცხის ანძამდე, სამაუწყებლო  სიგნალის მიწოდებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

           ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ტელეარხი25”-ს   რადიოსიხშირე:  1044 მჰც ± 14 მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც),  სიმძლავრით  0,1 ვატამდე,  ქ.ბათუმში, სტუდიიდან  (პუშკინის ქ. №29) მწვანე კონცხის ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო მაუწყებლობის № B29  ლიცენზიის მოქმედების ვადით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 31 ოქტომბრამდე;

2. აღირიცხოს შპს ”ტელეარხი 25”-სთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”ტელეარხი 25”-სთვის    სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6.     გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს    ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს ”ტელეარხი 25”-სთვის  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები