წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მაქსტელკომის“ სანქცირების საკითხის გადადების შესახებ

ნომერი: 281 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2010

მიღების თარიღი ივნისი 22, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიას, კომისიის მიერვე განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ  ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (15.06.2010 N10/733-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 14 ივნისის მდგომარეობით:

 1. შპს ”ავეტს” – 2009 წლის ივლისის თვის შემდეგ,  კომისიაში არ წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება;

2. შპს ”მაქსტელკომს” -  2010 წლის იანვრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და იმ პერიოდისთვის მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 199.47 ლარი;

3. შპს ”ქისს ეფ ემს” - 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით  კომისიაში  წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 290.03 ლარი, ასევე კომპანიას 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 903.60 ლარი;

4. ასოციაცია ”ათინათს” – 2009 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და  მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 2.41 ლარი, ასევე კომპანიას 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 696.14 ლარი;

5. შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”ოდიშს” -  2009 წლის ოქტომბრის  თვის შემდეგ  კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება, ასევე კომპანიას 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,155.12 ლარი;

6. შპს ”ჰერეთს” -  2010 წლის მარტის  თვის შემდეგ  კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 15 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ყველა წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, გარდა ოთხი კომპანიისა, რომლებიც არიან კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები. კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია: შპს „ქისს ეფ ემი“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB76 ლიცენზიას, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ოდიში“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB60  და NB92 ლიცენზიებს, ასოციაცია „ათინათი“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB48 ლიცენზიას და შპს „ჰერეთი”, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB95 ლიცენზიას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2010 წლის 22 ივნისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჰერეთის“, შპს „ქისს ეფ ემის“, ასოციაცია „ათინათის“ და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ოდიშის“ წარმომადგენლები.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 22 ივნისის N10/756-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2010 წლის 22 ივნისის მდგომარეობით:

 1. შპს ”ავეტმა” – 2010 წლის 18 ივნისს წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები 2009 წლის ივლისის თვიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

2. შპს ”მაქსტელკომს” -  2010 წლის იანვრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და იმ პერიოდისთვის მთლიანობაში გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 199.47 ლარი;

3. შპს ”ქისს ეფ ემს” - 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით  კომისიაში  წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გააჩნდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომელიც 2010 წლის 18 ივნისს დაფარა სრულად. კომპანიას 2010 წლის 18 ივნისის მდგომარეობით გააჩნდა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 903.60 ლარი. თანხა გადახდილია, რომლის გადახდის დამადასტურებელი საბუთიც წარმოდგენილია კომისიაში 2010 წლის 22 ივნისს.

4. ასოციაცია ”ათინათმა” – 2010 წლის 18 ივნისს წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები 2009 წლის ივლისის თვიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით. დაფარული იქნა 2009-2010 წლის დავალიანება მთლიანად. ასევე კომპანიას 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით გააჩნდა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 696.14 ლარი.  თანხა გადახდილია, რომლის გადახდის დამადასტურებელი საბუთიც წარმოდგენილია კომისიაში 2010 წლის 22 ივნისს.

5. შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”ოდიშს” -  2009 წლის ოქტომბრის  თვის შემდეგ  კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება. 2010 წლის 18 ივნისს წარმოდგენილი იქნა 2010 წლის იანვარ-მაისის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 22 ივნისს 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. ასევე კომპანიას 2010 წლის 31 მაისის მდგომარეობით გააჩნდა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,155.12 ლარი. თანხა გადახდილია, რომლის გადახდის დამადასტურებელი საბუთიც წარმოდგენილია კომისიაში 2010 წლის 22 ივნისს.

6. შპს ”ჰერეთს” -  2010 წლის მარტის  თვის შემდეგ  კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, რის გამოც ვერ დგინდებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება. 2010 წლის 17 ივნისს წარმოდგენილი იქნა 2010 წლის აპრილის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, ხოლო 21 ივნისს მაისის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება. ამჟამად შპს ”ჰერეთს” დავალიანება არ გააჩნია.

კომისია მიუთითებს კომისიის 2009 წლის 23 ივლისის N347/18 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის დარღვევა აღმოფხვრილ იქნა  შპს „ავეტის“, შპს „ქის ეფ ემის“, ასოციაცია „ათინათის“, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანიას ოდიშის“ და შპს „ჰერეთის“ მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს, ამ ეტაპზე, ეპატიოთ დარღვევა და მათ მიმართ შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელკომის“ წარმომადგენელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაქსტელკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2010 წლის 25 ივლისისთვის და აღნიშნულ კომპანიას კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოთ შეტყობინებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ეპატიოთ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა, კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა, სალიცენზიო გადასახდელის დაგვიანებით გადახდა და შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიმართ: შპს „ავეტი“, შპს „ქის ეფ ემი“, ასოციაცია „ათინათი“, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანიას ოდიში“ და შპს „ჰერეთი“;

2. გადაიდოს შპს „მაქსტელკომის“ სანქცირების საკითხის განხილვა 2010 წლის 25 ივნისის 16:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს „მაქსტელკომს“ სხდომის გამართვის თარიღისა და ადგილის შესახებ;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                           კომისიის თავმჯდომარე                               ი.ჩიქოვანი

                           კომისიის წევრები                                          ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                                   ა.სიხარულიძე

                                                                                                   ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები