წვდომის მენიუ

შპს ”სერვისი”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 284 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2010

მიღების თარიღი ივნისი 25, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (15.06.2010 №7/204-10) მიმართა შპს ”სერვისმა” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 003 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისს” კომისიის 2009 წლის 7 ივლისის №318/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 003 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 14 ივლისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შპს ”სერვისი” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი; სანტექნიკოსის გამოძახება; ტექნიკოსის გამიძახება; ბინების და ოფისების დალაგება; ავეჯის გადაზიდვა; კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; საინფორმაციო მომსახურება; საშუამავლო, საკურიერო, საექსკურსიო და სარეკლამო მომსახურება; სამედიცინო მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სერვისის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 003 (ნული-ნული-სამი) სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი 0-0-3 (ნული-ნული-სამი) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 14 ივლისიდან,  2011 წლის 14 ივლისამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

2.  შპს ”სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სერვისის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სერვისს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 14 ივლისიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარეის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                              კ.კვიტაიშვილი

                                                                                             ა.სიხარულიძე

                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები