საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2010
მიღების თარიღი ივლისი 02, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 02 ივლისის №41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2010 წლის 02 ივლისის №41 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქ. რუსთავში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის არაავტორიზებადი საქმიანობის-თვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
გ) კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე).
2. კომისიის 2010 წლის 02 ივლისის N 41 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
