წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 286 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2010

მიღების თარიღი ივლისი 02, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/206-09, 15.06.10), კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №76/13   გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

    კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები 4095.0მჰც ± 15მგჰც  და  6920.0მჰც ± 15მგჰც  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისიის გადაწყვეტილებით (№76/13,13.02.09) მიენიჭა მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი  წლის  ვადით    და  გათვალისწინებულია   გეოსტაციონალურ  ორბიტაზე, 570-ე მდებარე თანამგზავრთან რადიოკავშირისთვის. აღნიშნული სიხშირეები მდებარეობენ იმ სიხშირულ ზოლებში რაც კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირულ სპექტრის განაწილების  ეროვნული  გეგმის” მიხედვით  და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU)  რადიორეგლამენტის შესაბამისად, ფიქსირებული (რადიოსარელეო ხაზები) და ფიქსირებული თანამგზავრული სამსახურების მიერ ერთდროული სარგებლობისთვის არის განკუთვილი.

       კომისია აღნიშნავს, რომ  ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის ალბათობის არსებობის გამო, მიზანშეწონილია სიხშირეების მინიჭება განხორციელდეს მეორადი გამოყენების უფლებით,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონის     471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ  კენისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს   4095.0მჰც ± 15მგჰც  და  6920.0მჰც ± 15მგჰც  სიხშირეები, ქ. თბილისში, მიწისზედა თანამგზავრული

რადიოკავშირის სადგურის ფუნქციონირებისთვის,  მეორადი გამოყენების უფლებით, (მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები)  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე); 

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის    ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები