წვდომის მენიუ

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 288 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2010

მიღების თარიღი ივლისი 02, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”  (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №202886788) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/213-10, 17.06.10) ქ. თბილისში მოკლე ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სამატარებლო დისპეჩერსა და მემანქანეს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” 2444 კჰც და 2464 კჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 5 კჰც)   ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”      სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები