ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილისთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2010
მიღების თარიღი ივლისი 02, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილმა” (რეგისტრირებული ქ. ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 61005001776) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/198-10, 07.06.10) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ტურისტული მომსახურეობის გაწევისას თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ი/მ “ზაზა გოგიჩაიშვილის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილს” 165.200 მჰც სიხშირე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”ზაზა გოგიჩაიშვილისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
