საფრანგეთის საელჩოსთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2010
მიღების თარიღი ივლისი 02, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/114-10, 30.06.10) საფრანგეთის საელჩოსთვის საქართველოში მოკლე ტალღათა დიაპაზონში რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია საფრანგეთის სახელმწიფოს საზღვაო ხომალდ ”Jean de Vienne”-ს ეკიპაჯის მიერ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ოპერატიული რადიოკავშირის განსახორციელებლად და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი დროებით ითხოვს სიხშირეების მინიჭებას, 8 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საქართველოში საფრანგეთის სახელმწიფო საზღვაო ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებელს მოთხოვნილი სიხშირეები მიენიჭოს ოთხი დღის ვადით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საფრანგეთის საელჩოს საქართველოში სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი დღის ვადით (8 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით), ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საფრანგეთის საელჩოსთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საფრანგეთის საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საფრანგეთის საელჩოსთვის საქართველოში ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
