წვდომის მენიუ

სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 309 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2010

მიღების თარიღი ივლისი 09, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა” (რეგისტრირებული  მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 208144079) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/226-10, 25.06.10 და № 7/230-10, 29.06.10) ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტს”  440.100 მჰც, 445.150 მჰც, 440.650 მჰც, 445.800 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 440.100 მჰც, 445.150 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები