წვდომის მენიუ

შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 310 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2010

მიღების თარიღი ივლისი 09, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალმა  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს. კ. № 203836509) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/201-10, 11.06.10)  ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა  დიაპაზონში სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თვითმფრინავებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალის მიერ  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს  საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალს  131.725 მჰც სიხშირე ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  აღირიცხოს შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის  ჩაბარებისთანავე. 

 კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

 კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

 კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები