წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოკონტაქტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 315 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2010

მიღების თარიღი ივლისი 09, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოკონტაქტმა”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის  საგადასახადო ინსპექციის  მიერ, ს.კ. № 205207373) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/219-10; 23.06.10) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ჯეოკონტაქტის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ჯეოკონტაქტს”  420.225  მჰც, 420.400 მჰც, 425.375 მჰც და 425.500 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში  ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს შპს ”ჯეოკონტაქტისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯეოკონტაქტისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯეოკონტაქტისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები