საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 5 მარტის N110/22 და 19 მარტის №139/18 გადაწყვეტილებებში ტექნიკური შეცდომების გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2010
მიღების თარიღი ივლისი 09, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2010 წლის 5 მარტს და 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები №N110/22 და №139/18, რომლებშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სათაურში, სამოტივაციო და გადაწყვეტილებით ნაწილებში ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ ПЛЮС”-ის საფირმო სახელწოდებაში ანბანურად გამოხატული „ПЛЮС“-ის ნაცვლად მითითებულ იქნა მათემატიკური ნიშანი „+“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2010 წლის 5 მარტის N110/22 და 19 მარტის N139/18 გადაწყვეტილებების სათაურში, სამოტივაციო და გადაწყვეტილებით ნაწილებში.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2010 წლის 5 მარტის N110/22 და 19 მარტის №139/18 გადაწყვეტილებებში დაშვებული ტექნიკური შეცდომები და გადაწყვეტილებათა სათაურში, სამოტივაციო და გადაწყვეტილებით ნაწილებში, ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ ПЛЮС”-ის საფირმო სახელწოდებაში მათემატიკური ნიშანი ”+” შეიცვალოს სიტყვით „ПЛЮС”;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
