საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2010
მიღების თარიღი ივლისი 16, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 16 ივლისის № 43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნას კომისიის 2010 წლის 16 ივლისის №43 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-12 საკითხი (შპს ”ნორმა”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) შპს ”ნორმას” 2010 წლის 16 ივლისის №6/2303-10 განცხადების საფუძველზე კომისიის 2010 წლის 30 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2010 წლის 16 ივლისის №43 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი
|
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი
|
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი
|
|
კომისიის წევრი
|
ა . სიხარულიძე
|
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
