წვდომის მენიუ

სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 321 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2010

მიღების თარიღი ივლისი 16, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალმა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 206056284) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/221-10, 23.06.10)  ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალს  ერთი წლის ვადით 407.925  მჰც  სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თურქეთის ავიახაზების” თბილისის ფილიალისთვის  ჩაბარებისთანავე. 

             კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები