წვდომის მენიუ

შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 329 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2010

მიღების თარიღი ივლისი 16, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  ს. კ. №205171703) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/227-10, 28.06.10)  ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სამშენებლო საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტის”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტს” 411.025 მჰც, 411.725 მჰც, 411.750 მჰც და 411.775 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული  რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის”     ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის თავმჯდომარე                                                                     ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები