წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ მამუკა კორძახიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 332 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2010

მიღების თარიღი ივლისი 16, 2010

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას  რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად, ხოლო მითითებული კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს.

     სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესებს ადგენს ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-71 თავი. მითითებული წესების  517 მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტის შესაბამისად, რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს ეკრძალება ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება. იმავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად,     რადიოკავშირის ჩატარებისას რადიომოყვარული ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი. 

     2010 წლის 28 ივნისს   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტანმენტს გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №10/771-10, რომლის თანახმად, რადიომოყვარულმა მამუკა კორძახიამ 2010 წლის 21-22 მაისს რადიოკავშირის დამყარებისას  ეთერში გამოიყენა შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 07 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას მიმართ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით”  517 მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტისა და 517 მუხლის მე-11 პუნქტის დარღვევის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 07 ივლისს რადიომოყვარულ  მამუკა კორძახიას  გაეგზავნა შეტყობინება, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 16 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდნენ რადიომოყვარულები  მამუკა კორძახია და  ავთანდილ ჯიქია.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის, დამრღვევი მამუკა კორძახიას ახსნა-განმარტების, რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიას განცხადების და აუდიო ჩანაწერის შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე  შემდეგი ფაქტობრივი  გარემოებები:

1. კომისიის 2006 წლის 24 მაისის №217/7 გადაწყვეტილებით  რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას  მიენიჭა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის ამავე გადაწყვეტილების დანართში მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით;

2. რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის, რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიას 2010 წლის 15 ივნისის  №6/1959-10 განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  მიერ გამოკვლეულ იქნა რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას მიერ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით” დადგენილი სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტი.

3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის (28/06/2010,№10/771-10) თანახმად, საკითხი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას მხრიდან რადიოკავშირის გამოყენების დროს, 2010 წლის 21-22 მაისს ადგილი ჰქონდა ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენებას;

4. კომისიის სხდომაზე რადიომოყვარულ მამუკა კორძახიამ აღიარა 2010 წლის 21-22 მაისს ეთერში უხამსი გამონათვამების გამოყენების ფაქტი. თავის მართლების მიზნით, რადიომოყვარულ მამუკა კორძახიამ აღნიშნა, რომ სხვა რადიომოყვარულების მხრიდან  ადგილი ჰქონდა მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენებას. კომისიამ არ გაიზიარა რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას თავის მართლების მიზნით მოყვანილი არგუმენტაცია, რადგან ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  517 მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტის თანახმად, რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს ნებისმიერ შემთხვევაში ეკრძალება ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება.

5. რადიომოყვარული მამუკა კორძახიას მხრიდან რადიოკავშირის გამოყენების დროს, 2010 წლის 21-22 მაისს შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენებას ადასტურებს აგრეთვე რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის, ავთანდილ ჯიქიას მიერ წარმოდგენილი  აუდიო ჩანაწერი.

გადაწყვეტილების მიღების  სამართლებრივი საფუძვლები:

1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  517 მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტის თანახმად, რადიოკავშირის დამყარებისას რადიომოყვარულს ეკრძალება ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება, ხოლო 517 მუხლის  მე-11 პუნქტის თანახმად,    რადიოკავშირის ჩატარებისას რადიომოყვარული ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი. 

2. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  5110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარულებს,  კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

რადიომოყვარულმა მამუკა კორძახიამ დაარღვია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  517-ე მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტი და 517-ე  მუხლის  მე-11 პუნქტი,  რაც იმაში გამოიხატა, რომ მან 2010 წლის 21-22 მაისს რადიოკავშირის დამყარების დროს ეთერში გამოიყენა შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამები. აღნიშნულის გათვალისწინებით, რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  5110-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 517 -ე მუხლის მე-9 პუნქტის ”თ”ქვეპუნქტის და 517-ე  მუხლის  მე-11 პუნქტის თანახმად, რადიომოყვარული მამუკა კორძახია ვალდებულია დაიცვას საყოველთაო რადიოსამოყვარულო ეთიკა, იყოს თავაზიანი, მომთმენი და ტაქტიანი და არ დაუშვას ეთერში  შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენება.

ამასთან, კომისია განმარტავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  5110-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის - ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-3 და მე-71თავების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაფრთხილდეს  რადიომოყვარული მამუკა კორძახია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  517-ე  მუხლის მე-9 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტისა და 517-ე  მუხლის  მე-11 პუნქტის დარღვევის გამო;

2. განემარტოს  რადიომოყვარულ მამუკა კორძახიას, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  5110-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის - ეთერში შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამების გამოყენების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების რადიომოყვარულ მამუკა კორძახიასათვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის რადიომოყვარულ მამუკა კორძახიასათვის  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                           კარლო კვიტაშვილი

კომისიის წევრი                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები