წვდომის მენიუ

ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით

ნომერი: 336 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2010

მიღების თარიღი ივლისი 20, 2010

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 14 მაისის №223/9 გადაწყვეტილებით შეწყდა კომისიის  2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11  პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები.  

ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ არ მოხდა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა.  

2010 წლის 14 მაისის №223/9  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შპს ”სილქნეტის” მიერ მონაცემების წარმოდგენის შემდგომ სათანადო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” (შპს ”სილქნეტმა” შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, წერილი №636/01-8, 12.07.2010წ.) მიერ წარმოდგენილია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ამდენად, კომისიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე  კონკურენციის კვლევა და ანალიზი.

            კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია ავტორიზებული პირებისგან დამატებით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა 2010 წლის გასული პერიოდის მიხედვით. ამასთან, კვლევის და ანალიზის ჩასატარებლად  საჭიროა ავტორიზებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.

ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე  კონკურენციის წინასწარი რეგულირებისათვის კვლევისა და ანალიზის განსახორციელებლად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ზეპირი მოსმენის ჩატარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის  ”გ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 3 სექტემბერს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს  3 თვიანი ვადა;

4. დაევალოთ ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის  მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები