წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 337 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2010

მიღების თარიღი ივლისი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 23 ივლისის N 45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) ი/მ ”დავით ხაჩიძისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია - ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს ”ლუნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია - ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი);

გ) ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის №1370 სამაუწყებლო ლიცენზიის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                           

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი     

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი    

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი     

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები